“თუ პრეზიდენტი თავის წინამორბედთა მოქმედებას გადახედავს, მიხვდება, რა მოხდება ახლა, როცა მან ახლო აღმოსავლეთში ირანისადმი სამხედრო დარტყმის მიყენების ბრძანება გასცა”-The Independent

Editor Dali
0
ბრიტანულმა გაზეთმა „ინდეფენდენთმა“ (The Independent) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპმა, ირანთან პოტენციური ომის გამო, თავისი პრეზიდენტობა სასწორზე დადო“ (ავტორი – ერიკ გარსია). „თუ პრეზიდენტი თავის წინამორბედთა მოქმედებას გადახედავს, მიხვდება, რა მოხდება ახლა, როცა მან ახლო აღმოსავლეთში ირანისადმი სამხედრო დარტყმის მიყენების ბრძანება გასცა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: მას შემდეგ, რაც ლინდონ ბეინს ჯონსონმა პრეზიდენტის […]

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი

Editor Dali
0
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.  დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“. […]

GM PHARMA განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას საწარმოსა და ახალი პრეპარატების განვითარებაში

Editor Dali
0
GM PHARMA – ქართული წარმომავლობის მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია, დაარსებიდან 25 წლის იუბილეს არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში მეოთხედი საუკუნის უწყვეტი განვითარების ისტორიის მქონე  წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დღემდე რჩება ერთადერთ, მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოდ საქართველოში. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ […]

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

Editor Dali
0
როდესაც საქართველო აქტიურად მუშაობდა ევროლიბერალიზაციის მისაღებად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ, სადაც განსახილველი საკითხია „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური […]

საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს -“ხალხის ძალა”

Editor Dali
0
დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“. „ამ წერილით გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოში […]

23 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოში

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 23 ივნისს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ ქალაქში წვიმას პროგნოზირებენ.  ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +21 – მზიანი სოხუმი +23 – უმეტესად ღრუბლიანი  ზუგდიდი +23 – უმეტესად ღრუბლიანი  მესტია +15 – უმეტესად ღრუბლიანი  ფოთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი  ბათუმი +22 – უმეტესად ღრუბლიანი  ოზურგეთი +22 – უმეტესად ღრუბლიანი  ქუთაისი +24 – უმეტესად ღრუბლიანი  ამბროლაური +20 – უმეტესად ღრუბლიანი  ახალციხე +20 – უმეტესად ღრუბლიანი  ბორჯომი +15 – მოღრუბლული ბაკურიანი […]

მედია: აშშ-მა ირანი წინასწარ გააფრთხილა ფორდოზე, ნატანზსა და ისპაჰანზე განხორციელებული „ერთჯერადი“ დარტყმების შესახებ

როგორც Reuters-ისა და CBS News-ის ცნობები ცხადყოფს, ვაშინგტონმა თეირანს აცნობა, რომ ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვა იქნებოდა ერთჯერადი, შეზღუდული ოპერაცია და რომ თეთრი სახლი რეჟიმის შეცვლას არ ესწრაფვოდა. CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები „შაბათს დიპლომატიური არხებით დაუკავშირდნენ ირანს“ და განაცხადეს, რომ ეს დარტყმები იყო ყველაფერი, რასაც შეერთებული შტატები გეგმავდა და უფრო ფართო ომი არ იყო […]

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, დღეს იგრძნოთ რომ ვიღაცის სამიზნე ხართ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, აგრძნობინეთ ყველას, რომ ყველაფერი იცით, მაგრამ ეს არ გაღელვებთ. დაისვენეთ, წინ მნიშვნელოვანი კვირაა. კურო კუროს მოდუნების საშუალება არ ექნება. ბევრ კუროს მოუწევს ურთიერთობების დალაგებაზე ფიქრი, დიდი ალბათობით, ეს თემა აქტუალური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება. ტყუპები შესაძლოა, დღეს ზედმეტმა აზარტულობამ პრობლემები შეიქმნათ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება, […]

დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი

დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქება სირიის დედაქალაქში, მარ ელიას სახელობის ეკლესიაში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ის ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა. როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ალ-ასადის […]

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული – აშშ-მა წყნარი ოკეანის თავზე, „სატყუარას“ სახით, ბომბდამშენები განალაგა – აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით „ოპერაცია შუაღამის ურო“, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ჟურნალისტებს განუცხადა.   მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ოპერაციაც განახორციელა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის თავზე „სატყუარას“ სახით ბომბდამშენები განალაგა.   დენ კეინის განმარტებით, უპრეცედენტო ოპერაციაში B2 […]

სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს – რუსეთის საგარეო უწყება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებზე

ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გაავრცელა. „სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას […]

„გახარია-საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.   “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.   როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.   კომისიას ორჯერ წერილობით […]