ამჟამად “რადარის” სასტუმროები 95%-ითაა დატვირთული – ეს ნებისმიერი სასტუმროსთვის სასურველი მაჩვენებელია -მაია მახათაძე

Editor Dali
0
„რადარის“ სასტუმროების დატვირთულობა ამჟამად დაახლოებით 95%-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ნებისმიერი სასტუმროსთვის სასურველ ციფრად შეიძლება ჩაითვალოს, – განაცხადა სასტუმროების ქსელის დამფუძნებელმა მაია მახათაძემ. მისი შეფასებით, 2025 წლის პირველი ნახევარი ტურიზმის თვალსაზრისით დადებით დინამიკას ასახავს და სეზონი საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დაიწყო. „როგორც სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ, რომ სეზონი ძალიან მაღალი ნიშნულით დავიწყეთ. ვგულისხმობ […]

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

Editor Dali
0
ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა. დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ […]

მსგავსი ტიპის რეზოლუციებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ და ბუნებრივია, ამ რეზოლუციის მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება -ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციების მიზანია ხმაურის გამოწვევა და საზოგადოებაში წარმოსახვითი რეალობის შექმნა. ამასთან, მახაშვილის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები გაკეთდა. „ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპარლამენტში რასაც ვუყურებთ, არ არის ახალი. მაისში და აპრილში ამავე რეზოლუციის პროექტზე განხილვები იყო კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის, ჯამში, 28 მოქალაქე. „მოქმედი კანონმდებლობის […]

რასა იუკნევიჩიენე ტყუილს ტყუილზე წერს და ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება, ამ ტყუილებს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი არ აქვს -დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
რასა იუკნევიჩიენეს ინიცირებულმა რეზოლუციის პროექტმა კოლეგა ევროპარლამენტარების მხრიდან მიიღო საკმაოდ დიდი კრიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუცია გაჯერებულია ტყუილებით. „სამარცხვინოა ის, რაც იხილა საზოგადოებამ ევროპარლამენტის დარბაზში, პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში საკუთარ თავს ესაუბრებოდა ამ პროექტის ავტორი, ინიციატორი ქალბატონი რასა და ტექსტის შინაარსში იყო იმდენად აბსურდული წიაღსვლები, იმდენად […]

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

Admin Tamuna
0
ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა. შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც ბათუმში სტუმრობისას დაგჭირდებათ.   სასტუმროები: Rooms Batumi ჯაზ ფესტივალისთვის, თიბისი კონცეპტმა და Visa-მ სასტუმროში- Rooms Batumi, 31 ივლისის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება მოგიმზადათ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა. Le Meridian თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, […]

მე უარს არ ვიტყოდი პუტინთან მოლაპარაკებაზე – ინტერვიუ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან

Admin Tamuna
0
  ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიაბმ „ბიბისიმ“ (BBC) თავის ვებ-გვერდზე, სათაურით – „მე უარს არ ვიტყოდი პუტინთან მოლაპარაკებაზე“ – გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ  გადამდგარ გენერალთან, ნატოს სამხედრო საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ჩეხეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან პეტრ პაველთან (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა ევსტაფიევა). როგორც ცნობილია, პეტრ პაველი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. ინტერვიუში იგი ამბობს, რომ უკრაინას მოუწევს დროებით […]

გვიან ღამით, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი – შს მინისტრი

Admin Tamuna
0
გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისივე თქმით, დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. […]

ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

Admin Tamuna
0
სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. მან „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, […]

შრომის პროდუქტიულობის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, წლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

Admin Tamuna
0
მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 56 ათას 608 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. ზრდის ამ ორნიშნა, 10%-ზე მაღალი, წლიური ტემპით საქართველო მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოს […]

რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური იერიში მიიტანა

Admin Tamuna
0
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ომის დაწყებიდან ყველაზე მასიური იერიშით შეუტია. უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყნის მიმართულებით 728 დრონი იყო გაშვებული. ძირითადი დარტყმა ქალაქ ლუცკზე მიიტანეს. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაშავებულებისა ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შესახებ. რუსეთში კი განაცხადეს, რომ უკრაინამ დრონებით ქალაქ კურსკზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც 3 […]

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

Admin Tamuna
0
თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის გაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაფასა. ლევან რატიანის თქმით, რიჟვაძე სტაბილურად მძიმეა, თუმცა შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა და მართვითი სუნთქვიდან ის მალე უნდა მოიხსნას. გულ-მკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის […]