13 ივლისის ამინდის პროგნოზი

13 ივლისს, საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ყველაზე მაღალ სიცხეს რუსტავსა და თბილისში პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +29 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +29 – უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +30 – უმეტესად მზიანი მესტია +27 – უმეტესად მზიანი ფოთი +28 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +27 – მოღრუბლული ოზურგეთი +29 – უმეტესად ღრუბლიანი ქუთაისი +32 – უმეტესად ღრუბლიანი ამბროლაური +33 – მზიანი ახალციხე […]

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს, თქვენი არგუმენტირებული და დასაბუთებული შეხედულებები კარგ შეფასებასა და მოწონებას დაიმსახურებს. შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტი ჩაგაბარონ. კურო ყურადღებით იყავით სიტყვებთან, შესაძლოა, უადგილო ფრაზამ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ და ტკივილი მიაყენოთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. ტყუპები შესაძლოა, ნაცნობებისგან საკმაოდ ღირებული ინფორმაცია მიიღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. კირჩხიბი ყურადღება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც […]

13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება. კრება წმიდა დიდებულთა და ყოვლადქებულთა  ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.   საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე IV საუკუნიდან აღინიშნება. თითოეულ მოციქულს ცალკე ხსენების დღე აქვს, მაგრამ ეკლესიამ, 12_ვე მათგანის ერთად მოხსენიების დღე დააწესა პეტრე-პავლობის მომდევნო […]

,,2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, სად გვინდა წასვლა, საქართველომ დასავლური ორიენტაციისკენ არჩევანი გააკეთა”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ ჩამოაყალიბა ქვეყნის ისტორია, კულტურა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გარშემო ხდება, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ […]

,,ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”- ავთანდილ წულაძე

  დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა რიტორიკა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ტრამპსა და პუტინს შორის მეექვსე სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, რამაც ამერიკაში აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებს შორის. ტრამპს სურს გამარჯვებულად და მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად გამოიყურებოდეს. პუტინის მხრიდან საჯარო დამცირება აიძულებს ტრამპს, მკვეთრად შეცვალოს რიტორიკა. ორშაბათს ტრამპი აპირებს განცხადებას, რომელიც […]

ხოშტარიების ოჯახი ამბობს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ მათი ოჯახია, სადაც რუსეთი თანხების ჩასარიცხად დღესაც არ გადააცილებს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთსო. რაღა ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამბობენ, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ხოშტარიების ოჯახია, სადაც რუსეთი დღესაც არ გადააცილებს, რომ თანხები ჩაურიცხოს. […]

გილოცავთ პეტრე-პავლობას, ხვალ კი, ვიზეიმებთ თორმეტი მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე ერისთვის, ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია -ილია მეორე

Editor Dali
0
განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული. როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. „განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა […]

როგორი ამინდი იქნება 12 ივლისს საქართველოში

Editor Dali
0
12 ივლისს ქუთაისში დღისით +36 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით […]

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

Admin Tamuna
0
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ […]

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული გატაცება. პლანეტები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ახალ ბიზნესწინადადებას და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, ლაშქრობისა და ვარჯიშისთვის. კურო ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ, თუ დილიდან კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, უმჯობესია დილით მოასწროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში შეიძლება საოჯახო საქმეების მოგვარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ფინანსური […]

ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო – სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე

Admin Tamuna
0
რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ევროკავშირი იყო ოცნება, ოცნება ქვეყნებზე, განსხვავებულ ერებზე, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებსა და განსხვავებულ რელიგიებზე. „სად არის ევროპელი ხალხის ერთიანი ხმა, როდესაც მსოფლიოში სისასტიკეებს ეხება საქმე, იქნება ეს […]

მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს – მომდევნო კვირაში გაკეთდება განცხადება 15 პირის სანქცირებაზე, რომელთა ნაწილი მოსამართლეა – ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური

Admin Tamuna
0
ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის (EEAS) ოფიციალურმა პირმა ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვამდე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა ზომები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს. მისი თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ […]