1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატო-მ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მზად არის ალიანსში უკრაინის მისაღებად – ბორის ჯონსონი
ნატო-მ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მზად არის ალიანსში უკრაინის მისაღებად – ბორის ჯონსონი

ნატო-მ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მზად არის ალიანსში უკრაინის მისაღებად – ბორის ჯონსონი

739
0

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია.

ჯონსონმა ამის შესახებ კიევში Yalta European Strategy-ის ფორუმზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რაც შეიძლება მალე. ჩვენ ყველა ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა გვესმის, რომ მშვიდობა არ იქნება მოლაპარკების გზით პუტინთან. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და ვნახეთ რაც მოხდა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, სწორედ ნატო-ს მოუმზადებლობამ უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით, ომი გამოიწვია.

„ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ უფრ მკაფიოები რომ ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში, ჩვენ კი ვამბობდით ერთს და ვაკეთებდით მეორეს, რამაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა. და ახლა ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რა გვინდა, რათა უკრაინა რაც შეიძლება მალე გახდეს ნატო-ს წევრი, – განაცხადა ჯონსონმა.