
ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
211
0
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საქმიანი შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, ერთობლივ პროექტებსა და გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს.