1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ნაკლებად მოსალოდნელია, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მასზე გავრცელდეს, ვინც ოლიგარქი არ არის”- მიხეილ სარჯველაძე
” ნაკლებად მოსალოდნელია, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მასზე გავრცელდეს, ვინც ოლიგარქი არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

” ნაკლებად მოსალოდნელია, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მასზე გავრცელდეს, ვინც ოლიგარქი არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

155
0

უკრაინული მოდელი მოწონებულია ევროკომისიის მიერ. ჩვენი ამოცანაა, რომ ევროკომისია დავარწმუნოთ, რომ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადავდგით. ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს ოლიგარქიას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა ნებაყოფლობით საკუთარი პოზიცია ისე დაიკავა, რომ რეალურად არ წარმოადგენს ოლიგარქს“.

„ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვინც ოლიგარქი არ არის, მასზე გავრცელდეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, თუმცა სხვებზე კი შეიძლება გავრცელდეს. ოპოზიციაში სწორედ ამის შიში აქვთ და ფრთხილობენ, რომ ასეთი კანონის მიღებით, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქობის განზრახვით არის მოსული და ხელებს აფათურებს, ყველასთვის შემზღუდველი იქნება. ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს ასეთი სურვილები არ აქვს, მასზე არ გავრცელდება. ვისაც ასეთი სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, მათზე გავრცელდება. მიხვდებით, ვის მხარესაა ოლიგარქია და ვის აქვს ოლიგარქიის სურვილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.