1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი”- შსს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი”- შსს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი”- შსს

300
0
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.” – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
⭕️მასში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი.
⭕️ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
⭕️“მიმდინარე წლის, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება,
⭕️თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. პოლიცია უმოკლეს დროში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
⭕️სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი.
⭕️ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
⭕️ პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა – როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა.
⭕️ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია.
⭕️მიმდინარეობს გამოკითხვები. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად ჩავაყენებთ საქმის კურსში”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.