1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების” დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს”-რომან გოცირიძე
“ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების” დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს”-რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების” დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს”-რომან გოცირიძე

121
0

“ერთ თვეში მორჩება ყველაფერი. იქნება კონკურენცია და ვინც გაიმარჯვებს, ის დააფასებს დამარცხებულის როლს მომავალში და დამარცხებულმა უნდა ჩამოართვას ხელი გამარჯვებულს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიაში შიდაარჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა განმეორდეს, როცა დამარცხებული გარბის ან მას აგდებენ.

„არ უნდა განმეორდეს ის, რაც 30 წლის განმავლობაში ხდება ქართულ პოლიტიკაში, როცა დამარცხებული გარბის ან აგდებენ“, – – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიაში შიდაარჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„არ უნდა განმეორდეს ის, რაც 30 წლის განმავლობაში ხდება ქართულ პოლიტიკაში, როცა დამარცხებული გარბის ან აგდებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, „უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და ვერ გააგრძელებს იგივე მასშტაბებით ფუნქციონირებას. როგორ შეაფასებთ ამას“, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კომენტარები სასაცილოა.

„სასაცილოა „ქართული ოცნების“ კომენტარები. „ქართულ ოცნებაში“ არასდროს მოხდება ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. იქ ვინ გაბედავს რაიმე კონკურენციას, რასაც ზემოდან დაავალებენ იმას შეასრულებენ. აქ ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს. ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე მაინცდამაინც დროული და კარგია, მაგრამ ზოგადად, როდესაც კონკურენცია ხდება, ეს ნიშნავს, რომ პარტია ცოცხალია. „ქართულ ოცნებაში“ ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მხარს დაუჭერს იმას, ვინც პარტიას „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მისცემს.

„მხარს დავუჭერ იმას, ვინც „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შანსს მოგვცემს. ეს გამოჩნდება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.