1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალური მოძრაობა” რადარებიდან გაქრება”-გიორგი ამილახვარი

“ნაციონალური მოძრაობა” რადარებიდან გაქრება”-გიორგი ამილახვარი

“ნაციონალური მოძრაობა” რადარებიდან გაქრება”-გიორგი ამილახვარი
73
0

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი, მისივე სახელობის ბიბლიოთეკიდან, უკვე საჯაროდ დაუპირისპირდა დღევანდელ თავმჯდომარეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრება.

„ეს არის იმ პროცესების დასასრული, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ და საზოგადოებას ვამცნობთ. დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი, პარტიის შიგნით, მისივე სახელობის ბიბლიოთეკიდან, საჯაროდ დაუპირისპირდა დღევანდელ თავმჯდომარეს. როგორც არ უნდა იყოს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს არის იმ პოლიტიკური კანონზომიერების დასასრული, რასაც ნიშნავს ის პარტია, რომელსაც აქვს მძიმე პოლიტიკური წარსული და უკვე იშლება მარტივ მამრავლებად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიპოვებს მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას და ისინი უბრალოდ რადარებიდან გაქრებიან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.