1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია”- გიორგი კახიანი
“ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია”- გიორგი კახიანი

“ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია”- გიორგი კახიანი

202
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად მძიმე მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში იმყოფება და შესაძლოა, ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს წინა რიგებში გამოსვლის საშუალება მიეცეთ.

„ერთი შეხედვით გარედანაც რაც ჩანს, ეს პოლიტიკური გუნდი მილევის რეჟიმშია გადასული და დიდი ხანია, ხდება ამათი დაყოფა, ცალკეული პირების და ჯგუფების გამოყოფა. ფაქტია, რომ ჯანსაღი ვითარება არ არის და პოლიტიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციურ ველში აქვს ძალიან მავნებლური როლი. რაც უფრო მინელდებიან ისინი, ეს როლიც მოიხსნება და რეალურად, ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება, მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ წინა რიგებში და „ნაცმოძრაობის“ მიერ არ იყოს შთანთქმული ოპოზიციური ველი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამასთან, გიორგი კახიანი ამბობს, რომ შიდაპარტიული არჩევნების ინიციატივა შესაძლოა, მელიას წინააღმდეგ იყოს მიმართული.

„რაც შეეხება შიდა არჩევნებს, ალბათ ესეც არის მცდელობა, კონკრეტული პირები მოიცილონ და სხვებით ჩაანაცვლონ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მელიას წინააღმდეგ იყოს კონკრეტული ინიციატივა. შიდა არჩევნებზე და პრაიმერებზე ხშირად გვესმის მათი მხრიდან საუბარი, მაგრამ საუბარი საუბრად რჩება და ამას არანაირი შედეგი არ მოყოლია. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ გუნდის შიგნით არის მძიმე ვითარება და მცდელობები, კონკრეტული პირი სხვა პირებით ჩაანაცვლონ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.