1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მთელი “სანაცეთი” საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო”- კახა კალაძე
“მთელი “სანაცეთი” საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო”- კახა კალაძე

“მთელი “სანაცეთი” საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო”- კახა კალაძე

2.02K
0

სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტმა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელს, ილია წულაიას ერთ ლარად გადასცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ განმარტა, თუ რა გარემოებებში აიღო დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აღნიშნული პროექტის განხორციელების ვალდებულება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი სიცრუის კამპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2019 წელს გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, სახელი არ მახსოვს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანია პროექტს განახორციელებდა. შესაბამისად, გადავედით მეორე დეველოპერულ კომპანიაზე, რომელმაც გაიმარჯვა. ეს კომპანია აღმოჩნდა „არქი“. ამასთან დაკავშირებით მთელი „სანაცეთი“ დამწკრივებული იყო და საუბრობდა იმაზე, თითქოს კახა კალაძემ, ჩემზე იყო კონკრეტულად საუბარი, ერთ ლარად გადავეცი აღნიშნული ტერიტორია ილია წულაიას, „არქის“ დამფუძნებელს. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. რეალობაში ვხედავთ, რა მივიღეთ. ეს არის პასუხი იმ სიბინძურეზე და ტყუილის კამპანიაზე, რომელიც „ნაცებს“ ჰქონდათ. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტისგან, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო, რომლითაც ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.