![“მთავარ არხს” გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, ახალს გავხსნიო, რომ იძახის, ივანიშვილს აგონებს, დამახმარე შენი “საქართველოს ბანკი”, ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხსო, ვნახოთ, ვინ, ვის რას აცლის”-ნატო ჩხეიძე](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/nato-chkheidze.jpg)
“მთავარ არხს” გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, ახალს გავხსნიო, რომ იძახის, ივანიშვილს აგონებს, დამახმარე შენი “საქართველოს ბანკი”, ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხსო, ვნახოთ, ვინ, ვის რას აცლის”-ნატო ჩხეიძე
„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს, როგორ ჩათვლის საჭიროდ, რა შუაშია გვარამია? ეგ ხომ პოლიტიკოსია, პარტიის თანათავმჯდომარე, პოლიტიკოსის რა საქმეა „მთავარი არხის“ საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში, არადა, არის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, გვარამიას აქამდე ივანიშვილი ეხმარებოდა, გვარამიამ კი „ჩაუფლავა ნაღვაწი“.
„მთავარი თუ არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა? მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროებს? აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხოვს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ეროვნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. „საქართველოს ბანკს“ სასათბურე პირობებში ჰყავს.
მეტი რაღა ქნას ივანიშვილმა გვარამიასთვის? რითღა დაეხმაროს? ამ გვარამიამ კი ჩაუფლავა ამდენი ნაღვაწი. თავი გადმოიფარჩავა.
ახალს გავხსიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს, – ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი „საქართველოს ბანკი“ და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად. ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, – ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს. ვნახოთ, ვინ, ვის, რას აცლის და როგორ…“, – წერს ჩხეიძე.
„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული“. არხის განცხადების თანახმად, მუშაობენ, რათა სრულყოფილი ეთერის აღსადგენად ალტერნატიული სახსრები გამონახონ.