1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა” – ვლადიმერ პუტინი
“მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა” – ვლადიმერ პუტინი

“მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა” – ვლადიმერ პუტინი

892
0

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, BRICS-ის სამიტი საერთაშორისო სამართალსა და გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს იცავს და ასევე ადამიანის უფლებას თვითგანვითარებაზე. ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა თავის ჰეგემონიის მცდელობას, კოლონიალიზმის და ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას განაგრძობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული. ამ მიზეზის გამო, რუსეთის პრეზიდენტი სამიტის მუშაობაში ვიდეოფორმატში ჩაერთო.