1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მსოფლიომ უნდა იცოდეს „ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ – ბორის ჯონსონი

მსოფლიომ უნდა იცოდეს „ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ – ბორის ჯონსონი

164
0

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ისრაელში, კიბუც კფარ აზაში იმყოფებოდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელა.

ჯონსონის თქმით, ის ისრაელში ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და ისრაელელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა.

მისი თქმით, ის, რაც ადგილზე ნახა, იყო შემაძრწუნებელი და მთელმა მსოფლიომ უნდა შეძლოს ამის სიცხადით დანახვა.

„ხალხმა უნდა იცოდეს „ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ. რა თქმა უნდა, ისრაელმა უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების შესახებ ჯონსონმა უპასუხა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს ვერ ეტყვის როგორ მოიქცეს.

„როდესაც 240 მძევალია, როდესაც ამ მასშტაბის დანაშაული გაქვს და როდესაც არსებობს ამის განმეორების შესაძლებლობა, არ მგონია, რომ მსოფლიოს საქმეა, ისრაელს უთხრას, რომ შეწყვიტოს“, – თქვა ჯონსონმა.