1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს

156
0

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.