1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება, შეთქმულებაში მიიღონ მონაწილეობა” -ვოლსკი
“მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება, შეთქმულებაში მიიღონ მონაწილეობა” -ვოლსკი

“მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება, შეთქმულებაში მიიღონ მონაწილეობა” -ვოლსკი

305
0

“ძალიან საფრთხის შემცველი სიტუაციაა ქვეყნის გარშემო – ომი მიმდინარეობს იმ მასშტაბის, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დესტაბილიზაციის მომხრეა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები.

“ამ ვითარებაში გამოცხადება იმისა, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზატორი ხარ და ამისკენ წაიყვან შენს ძალისხმევას, სექტემბერში იქნება, ოქტომბერში თუ ნოემბერში, რასაკვირველია, ეს არის მავნებლობის ის ხარისხი, რომელსაც შესაძლოა მხოლოდ ერთი შეფასება მიეცეს – ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. დღეს დესტაბილიზაციის მომხრე არის საოკუპაციო ძალა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები. იმედია, სხვადასხვა მიზანი აქვს ამ ორ სურვილს, მაგრამ ფაქტია, რომ მიმართულება ერთია.

საქართველო ერთადერთია, როგორც ალტერნატიული დერეფანი ენერგო-რესურსებისთვის, რომელიც ესოდენ გაუჭირდა ევროპულ ბაზარს. კასპიის რეგიონიდან ენერგორესურსების ევროპულ ბაზარზე მიწოდება შეიძლება საქართველოს გავლით. როდესაც ამ სიტუაციაში დესტაბილიზაცია გინდა, ეს შეთქმულებაა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. აბსოლუტურად სწორად ითქვა – მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება ამ შეთქმულებაში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.