მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას – ვოლოდიმირ ზელენსკი
301
0
რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 630-მდე მართვადი საავიაციო ბომბი, 550-ამდე დრონი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მხოლოდ ძალის ჩვენებით არის შესაძლებელი აიძულონ რუსეთი, უარი თქვას ტერორზე.
„მადლობელი ვარ უკრაინის დამცველი მეომრებისა და ჩვენი პარტნიორების, რომლებსაც ესმით ჩვენი საჭიროება, გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა მსოფლიო ისეთი ერთიანი და ძლიერი უნდა იყოს, როგორც არასდროს. მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, – წერს ზელენსკი.