მივმართავ ირანის ლიდერებს, ჯობს არ დაიწყოთ სროლა და ხალხის მოკვლა, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას-დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.
მისივე თქმით, ირანს ამჟამად დიდ პრობლემები აქვს.
„ჩანს, რომ ხალხი იკავებს გარკვეულ ქალაქებს, რაც რამდენიმე კვირის წინ თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ისინ ცუდად მოეპყრნენ თავიანთ ხალხს და ახლა პასუხს აგებენ. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება და მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს.
„ძალიან მკაცრად განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის მოკვლას, როგორც წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერევით. ჩვენ მათ ძალიან მძიმედ დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მტკივნეულია. მე მივმართავ ირანის ლიდერებს, ჯობს არ დაიწყოთ სროლა, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.