
მივიღებთ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც აღვივებს, ხელს უწყობს და თავად მონაწილეობს ძალადობაში, ძალადობა ჩვენს სისტემაში მიუღებელია -ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მემარცხენე ექსტრემიზმია.
„რასაკვირველია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკვლელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ვისაუბროთ მემარცხენე ექსტრემიზმის, ამ წარმოუდგენლად დესტრუქციულ მოძრაობაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლიერდა და, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩარლი მკვლელის ტყვიით მოკლეს“, – განაცხადა ვენსმა.
მან ასევე აღნიშნა, თუ როგორ აპირებს ადმინისტრაცია პოლიტიკური ძალადობის შთაგონებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ჯგუფების დევნას.
„ჩვენ მივიღებთ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც აღვივებს, ხელს უწყობს და თავად მონაწილეობს ძალადობაში. ძალადობა ჩვენს სისტემაში მისაღები არ არის და გვსურს, რომ ამის ნაკლები ალბათობა იყოს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.