1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? -კალაძე
მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? -კალაძე

მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? -კალაძე

313
0

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ გამოცემა „politico”-ს სტატიის შესახებ ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ.

„აბსოლუტურად მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მგონია და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც შენ აკეთებ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მეორე მხრიდან ისმის შანტაჟის შემცველი განცხადებები, მუქარები, რომ პოლიტიკოსები იქნებიან დასანქცირებული, რის გამო? რატომ? რატომ უნდა დაასანქცირონ საქართველოს პოლიტიკოსები, რატომ უნდა დაგვასანქციროს ვინმემ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა იყოს დასანქცირებული? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად არაფერი მიკვირს“-განაცხადა კახა კალაძემ.