მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, 17 წლის ალეინა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
თურქეთში 17 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 10 დღე გაატარა- ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მაშველებმა ქალაქ ქაჰრამანმარაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, 17 წლის ალეინა ოლმეზი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს. გოგონა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
ახალგაზრდა გოგონა სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველყოფის მიზინით კლინიკაშია გადაყვანილი. თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 42 000 გადააჭარბა. თურქეთში ამ დროისათვის 36 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის ფაქტია დადასტურებული, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 6 000-ს აღწევს.
თურქეთში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.