1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ხალხის მიმართ -დავით მათიკაშვილი
მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ხალხის მიმართ -დავით მათიკაშვილი

მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ხალხის მიმართ -დავით მათიკაშვილი

352
0

მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც მან წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაეფუძნება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, რეალურ პარტნიორობას და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში“.

„ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ასევე ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვიყავით და ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, ათწლეულების განმავლობაში არსებული ისტორია. საქართველოს სახით ამერიკას მუდმივად ჰყავდა ძალიან ერთგული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ არაერთი ფაქტი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს დამოუკიდებლობის დღის ამ წერილით მოლოცვისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ახალი ურთიერთობების საწყისი, რომელიც ქნება ჭეშმარიტად პარტნიორული და ურთიერთსარგებლიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.