1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების  მიმართ ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების  მიმართ ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის

მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების  მიმართ ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის

131
0

მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზეც დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა.

„იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარი ცალკეული ინციდენტებიც თავიდან იქნება აცილებული“, – აღნიშნა კობახიძემ.