1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანხის მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. „თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ. მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო, ხოლო 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი, 106 წლის ორი ქალი იყო.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.  როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანხის მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს.  „თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი“, – განაცხადა კახა კალაძემ.  ამასთან, მისივე ინფორმაციით, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.  მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო, ხოლო 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი, 106 წლის ორი ქალი იყო.

85
0

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სომხეთში საქართველოდან შემოდის მატარებლები და იმედი გვაქვს, სარკინიგზო მიმოსვლის შედეგად, ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში. ჩვენ მომავალშიც უპირობოდ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობა ძალიან კარგი და პოზიტიურია. ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი ფასეულობა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.