1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. „მიდის ბულინგი, რამე ისე თუ არ თქვი, როგორც მათ უნდათ, მონა ხარ, აგენტი ხარო”- ცაგურია
„მიდის ბულინგი, რამე ისე თუ არ თქვი, როგორც მათ უნდათ, მონა ხარ, აგენტი ხარო”- ცაგურია

„მიდის ბულინგი, რამე ისე თუ არ თქვი, როგორც მათ უნდათ, მონა ხარ, აგენტი ხარო”- ცაგურია

274
0

ვერ წარმოვიდგენდი, აქამდე თუ მივიდოდით, რომ ადამიანი იტყოდა საქართველო უპირველეს ყოვლისაო და ეს საფუძველი იქნებოდა ვიღაცისთვის, აგენტია, ნახეთ, კრემლის მონაა, რას ამბობსო, ასე თუ მივუშვით ესენი, ამ სიტყვის თქმას აგვიკრძალავენ, – ამის შესახებ დაჩი ცაგურიამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრების მიმდინარეობისას განაცხადა.

ცაგურიას თქმით, საქართველოს ჰყავს პატრიოტები, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ქვეყანას ცეცხლი წაუკიდონ.

„მიდის ბულინგი, რამე ისე თუ არ თქვი, როგორც მათ უნდათ, მონა ხარ, აგენტი ხარო. სწორედ ქრისტიანული ღირებულებებია, რაზეც ევროპა აშენდა. შეიძლება, ვიღაცა სადღაც რაღაცას ასცდა, მაგრამ ჩვენ იქ ვართ, ძირძველი ევროპელები. ძალიან გაგვიხარდება, თუ გავხდებით გაერთიანების წევრი, სამართლიანად გვეკუთვნის, დავიმსახურეთ, მაგრამ უსამართლოდ არ მოგვცეს. ათჯერ ვჯობდით უკრაინასაც და მოლდოვასაც. ამ კავშირში გაერთიანების წინა ეტაპი თუ იმის ფასია, რომ ჩვენ აქ გინდა თუ არა, ცეცხლი უნდა წავუკიდოთ ქვეყანას. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არ გვიღირს. არ მიღირს, რომ აქაურობას ცეცხლი ეკიდოს იმისთვის, რომ სადღაც, ოდესღაც მიგვიღებენ.  ომის დროს არცერთმა ქართველმა არ იკადრა, რომ რამე მიეთვისებინა, მარტო გიული ალასანიამ გაგვძარცვა, კეზერაშვილმა გაგვძარცვა. მეტი არავის უკადრებია მსგავსი რამ. ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენ შევთავაზეთ, სტალინის ძეგლი აეფეთქებინათო. საქართველოში რუსებს ჩვენი ქვეყნის შს მინისტრი თურმე სთავაზობდა ტერაქტს გორში. იმ ადგილას მერე ბომბი ჩამოვარდა. გასარკვევია ეს ამბავი. ვანოს ფული რომ ჰქონდა გადახდილი, გადაიხადა, არგადაიხადა, მაგიტომ ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი. ხალხი დაიხოცა, ამათგან არაფერია გამორიცხული. რომ ჰკითხო, რუსებს ებრძოდნენ და ყველაფერი მათ გადასცეს. ქვეყანა გააუბედურეს. არასდროს შეეგუება ქართველი ერი, რომ ასეთი ნაძირლები ბოგინობდნენ.

გუშინ ჭყონიას გაუვრცელებია, ბავშვი რომ მივა „მაკდონალდსში“ და რაღაცას იყიდის, ჩუქნიან წიგნს, სადაც მოთხრობილია, როგორი კარგი და რა მაგარია ელტონ ჯონის და მისი ქმრის თუ ცოლის ცხოვრება. მინდა, მივმართო თემურ ჭყონიას, თემურ, ჩვენ არ გვაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენ შეგიძლია, გათხოვდე ხვალ, ცოლად მოიყვანო სააკაშვილი ან დანარჩენები, არ გვაინტერესებს, თქვენი პირადი ცხოვრებაა, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი. ჩვენს მომავალს დაანებეთ თავი. ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას“. მოაშორე მაგ ქსელიდან ეს სისაძაგლე. ვისაც როგორ უნდა, ზრდასრულმა ადამიანმა ისე იცხოვროს, არ გვაინტერესებს, ჩემი საქმე არ არის, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი“, – განაცხადა ცაგურიამ.