მესტია-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები- სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი
ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე – პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც რუს ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად. თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა.
უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. “მთავარისთვის” ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები – 2 პირი – ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.