1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მესამე პირში საუბარი არ გამოვა – ნიკა გვარამიამ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს-გია ცაგარეიშვილი
მესამე პირში საუბარი არ გამოვა – ნიკა გვარამიამ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს-გია ცაგარეიშვილი

მესამე პირში საუბარი არ გამოვა – ნიკა გვარამიამ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს-გია ცაგარეიშვილი

550
0

თურმე ისინი, ვიღაცები არღვევდნენ, მესამე პირში საუბარი არ გამოვა. გვარამიამ პირველ პირში და საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს. მოინანიოს ყველა ცოდვა და შემდეგ კანონი და ხალხი განსჯის მას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი წარსულიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიას არჩევნებზე შანსი არ ექნება.

„სადაც მედია, ტელევიზიები, პარლამენტი არ არსებობდა და ეს ყველაფერი არ არსებობდა ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ის და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ამ ქვეყანას და ასევე არ არსებობდა ადამიანის უფლებები. არ არსებობდა პატიმრების უფლებები, არ არსებობდა არავითარი თავისუფალი არჩევანი. კიდევ ბევრი რამ არ არსებობდა. არსებობდა ის და სხვა კრიმინალები და ავაზაკები, რომლებიც მასთან ერთად სულს ხდიდნენ ამ ქვეყანას. ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ აღვირახსნილი რეჟიმის.

ძალიან კარგად მახსოვს, ვის დაკრულზე ცეკვავდა და ვის დავალებებს ასრულებდა, თუ როგორ იყო პირდაპირ ადეიშვილთან მიერთებული. ვერავითარი ქადაგება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისინი, ვიღაცები არღვევდნენ, მესამე პირში საუბარი არ გამოვა. პირველ პირში და საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს. მოინანიოს ყველა ცოდვა და შემდეგ კანონი და ხალხი განსჯის მას, მაგრამ არჩევნებზე შანსი არ ექნება“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.