1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია – თიბისი დაზღვევა
მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია – თიბისი დაზღვევა

მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია – თიბისი დაზღვევა

212
0

2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რაც 600-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. პროდუქტის მოხმარება ყოველ წელს იზრდება. დაფარვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის დასაწყისში 3-ჯერ მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა. ეს იმაზე მიუთითებს, საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ნელ-ნელა ნორმალიზდება მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი.

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლებშიც, რადგან თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. მენტალური ჯანმრთელობის საკითხებმა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შეიძლება შეამციროს თანამშრომლების კონცენტრირების, გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარი. კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც წესი, აქვთ დასაქმებულების გადინების დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მათი კმაყოფილების დონე და შრომის შედეგები – მაღალი. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან, უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან.

თიბისი დაზღვევის მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის დადებით შედეგებს, ლიკა ზუროშვილი, “ეპამის” HR მენეჯერი, გვიზიარებს: „მენტალური ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელსაც ჩვენ, როგორც კომპანია დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოხარულები ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა ამ ტიპის დაფარვის შეთავაზება ჩვენი თანამშრომლებისთვის. აქტიურად გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებში და დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ისევე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვიხარია, რომ “თიბისი დაზღვევა” ამ საკითხს ასეთ ყურადღებას უთმობს.”

“დაფარვის დამატებისთანავე მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა დიდი მოთხოვნაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებისთვის ყურადღების იქცევა ნორმალიზდეს და ხალხი არ ხედავდეს ამაში რაიმე განსაკუთრებულს. მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე. პროდუქტზე როგორც მოთხოვნა, ისევე მისი მოხმარებაც ყოველ წელს იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენი კომპანია სხვადასხვა გზებით ცდილობს მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. გარდა მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევისა, გვაქვს აქტივობები ამ თემის გარშემო ცნობიერების ასამაღლებლად, მაგალითად, კამპანია “დასამალი არაფერია”, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი მოსულა.”  – სერგო საყვარელიძე, “თიბისი დაზღვევის” სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.

მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულს შეუძლია თერაპიულ სესიებზე ისარგებლოს თანაგადახდით “თიბისი დაზღვევის” პროვაიდერ ცენტრებში – კამარაში, მენტალ ჰაბში ან დიალოგში. ეს მომსახურება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტშია ინტეგრირებული.

R