1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა
მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა

მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა

249
0

მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივიდნენ. მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მანამდე, საკანონმდებლო ორგანოში ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვეს. ლორდთა პალატის სპიკერის, ლორდ მაკფოლის განცხადებით, დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა.

მეფე ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიის სიცოცხლისა და სუნთქვის უმთავრესი ინსტრუმენტია. დედოფალზე საუბრისას მან ამონარიდი მოიშველია უილიამ შექსპირის ნაწარმოებიდან და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო „ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის“.

„როდესაც დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ, არ შემიძლია არ ვიგრძნო ისტორიის სიმძიმე, რომელიც ჩვენ გარშემოა და რომელიც გვახსენებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საპარლამენტო ტრადიციებს, რომლებსაც ორივე პალატის წევრები უძღვნიან საკუთარ თავს ასეთი ერთგულებით, ყველა ჩვენგანის გასაუმჯობესებლად. ლორდებო და თემთა პალატის წევრებო, ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დედოფლის ერთგული, დიდებული სამსახურის გასახსენებლად მისი ერებისა და ხალხებისადმი. იგი გვიჩვენებს უანგარო მოვალეობის მაგალითს, რომელსაც ღვთის დახმარებითა და თქვენი რჩევით, გადავწყვიტე მივყვე ერთგულად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.

პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ჩარლზი და კამილა ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს გადაასვენებენ. ედინბურგის ტაძარში კი შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.