1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მათი ლოგიკითაც, ქვეყნის ეს წარმატება ითარგმნება „ქართული ოცნების“ წარმატებად – მამუკა მდინარაძე
მათი ლოგიკითაც, ქვეყნის ეს წარმატება ითარგმნება „ქართული ოცნების“ წარმატებად – მამუკა მდინარაძე

მათი ლოგიკითაც, ქვეყნის ეს წარმატება ითარგმნება „ქართული ოცნების“ წარმატებად – მამუკა მდინარაძე

168
0

„საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის, უდიდესი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია „ქართული ოცნებისათვის“, ამიტომ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სუბეიქტურადაც კი აწყობს ეს „ქართულ ოცნებას“, ნეიტრალური პოზიციიდანაც უნდა დავინახოთ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას არ სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ვინაიდან მათი ლოგიკითაც კი, ეს ქვეყნის წარმატებასთან ერთად, მმართველი გუნდის წარმატებაც იქნება.

„ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამის გაგონება ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება ქართული ოცნების წარმატებად. ამიტომაც არის რომ ისინი და შემთხვევით არ ვამბობ, მათი პატრონები, იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში პირად უბედურებას ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ხანი ვერაფერს მოუხერხებენ. ამიტომ აგუებენ ახლა საზოგადოებას იმ აზრს, რომ რეალურად, თავად რასაც აფუჭებენ, ამ გაფუჭებულს შესაბამისი შედეგი – კანდიდატის სტატუსის ვერმიღება რომ მოჰყვეს, შემდეგ ეს დააბრალონ „ქართულ ოცნებას“, ამით გამოიწვიონ ქაოსი, არეულობა, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ქვეყნის ომში ჩართვის ის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წელზე მეტს ითვლის უკვე,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.