1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს
მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

253
0

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.