1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მარკო რუბიო – მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ
მარკო რუბიო – მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ

მარკო რუბიო – მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ

1.30K
0

მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიბიეს ნიუსთან“ განაცხადა.

რუბიოს თქმით, პუტინმა გამოხატა მშვიდობისადმი ინტერესი ტრამპთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის და ბრძოლის დასასრულებლად, რუბიომ განაცხადა, რომ ზარს უნდა მოჰყვეს ქმედება.

„ერთი სატელეფონო ზარი ვერ გადაწყვეტს ისეთ კომპლექსურ ომს, როგორიც ესაა, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი არის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ამ პროცესის დაწყება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რუბიომ განაცხადა, რომ ნახავენ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში.

„მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი არ არის ერთი შეხვედრის საქმე. ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს რთულია, კომპლექსურია, ომი სისხლიანი იყო, ძვირი დაჯდა. ასე რომ, არ იქნება ადვილი ასეთი კონფლიქტის დასრულება და არიან სხვა მხარეებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები ამის შესახებ“, – ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.