
მარკ რუტემ და კიტ კელოგმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს
264
0
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შეხვედრა გამართა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მარკ რუტემ „ხაზი გაუსვა კონფლიქტის სამართლიანი და ხანგრძლივი მოგვარების მნიშვნელობას უკრაინის სტაბილური მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე „ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციების მნიშვნელობას“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიტ კელოგი უკრაინას 20 თებერვალს ეწვევა.