მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დაინიშნა
143
0
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
რუტე თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს.
რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც იენს სტოლტენბერგის ვადა ამოიწურება.
იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.