1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მარიუპოლის ჯალათი” -მიხაილ მიზინცევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
“მარიუპოლის ჯალათი” -მიხაილ მიზინცევი,  რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

“მარიუპოლის ჯალათი” -მიხაილ მიზინცევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

204
0

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალი დმიტრი ბულგაკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.   მის ადგილს გენერალ- პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი დაიკავებს.

ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

მიზინცევმა თანამდებობაზე დმიტრი ბულგაკოვი შეცვალა. მედიაში აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება სხვა სამუშაოზე გადასვლას უკავშირდება, თუმცა სად, არ სახელდება. ბულგაკოვი მინისტრის მოადგილის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, მიხაილ მიზინცევი „პუტინის ფავორიტად“ ითვლება.

მათივე ცნობით, 2022 წელს მიზინცევი პირადად ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას და სწორედ მან გასცა ბრძანება, რუს სამხედროებს ბომბები ჩამოეყარათ დრამატულ თეატრზე და დაებომბათ ქალაქის სამშობიარო სახლები, სადაც იმ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

„უნიანის“ ცნობითვე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, მას მეტსახელად „მარიუპოლის ჯალათი“ შეარქვეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მიზინცევი სირიაში ოპერაციასაც ხელმძღვანელობდა.

მიზინცევი  პასუხისმგებელი იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაზე, რაც შეეხება ბულგაკოვს, თანამდებობიდან წასვლის მიზეზად თავდაცვის უწყებაში სხვა სამსახურში გადასვლა სახელდება.