1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს 33 ჭრილობა მიაყენა პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს 33 ჭრილობა მიაყენა პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს 33 ჭრილობა მიაყენა პატიმრობა შეეფარდა

531
0

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ” და „მ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.