1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მაგნიტსკისა და სააკაშვილის მდგომარეობის შედარება არ შეიძლება”- ნიკოლოზ სამხარაძე
“მაგნიტსკისა და სააკაშვილის მდგომარეობის შედარება არ შეიძლება”- ნიკოლოზ სამხარაძე

“მაგნიტსკისა და სააკაშვილის მდგომარეობის შედარება არ შეიძლება”- ნიკოლოზ სამხარაძე

169
0

მაგნიტსკისა და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა  სააკაშვილის მდგომარეობას, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

სამხარაძის თქმით, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების წინ ამომრჩევლის გულის მოსაგებად წამოწყებული პოლიტიკური თამაშია.

 

„ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკისა და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.