
ლივერპულში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანით შევარდა
384
0
ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანის შევარდნის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
53 წლის მამაკაცი დააკავეს მკვლელობის მცდელობის, მანქანის სახიფათოდ მართვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით.
პოლიციის ინფორმაციით, ეს იზოლირებული შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მათგან 11 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
ცნობისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა.