1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლავროვი: ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის
ლავროვი: ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის

ლავროვი: ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის

1.46K
0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპს ესმის, რომ რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიის მთლიანობის შესახებ.

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა. რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიის მთლიანობის შესახებ. პრეზიდენტ ტრამპს ეს ესმის. ეს გადაწყვეტილი საქმეა“, – აცხადებს ლავროვი.

მან აღნიშნა, რომ ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკი აგრძელებს ამტკიცებს, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრები მხარეებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ერთმანეთის მიდგომები, ვაშინგტონს გულწრფელად სურს, გაიგოს მოსკოვის პოზიცია.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ინტერესთა ბალანსის პოვნით. მათ გულწრფელად სურთ, უკეთ გაიგონ რუსეთის პოზიცია და ჩვენც უკეთ ვიგებთ ამერიკის პოზიციას მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და დისკუსიების საშუალებით, რომლებსაც ვატარებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ რუსული მხარე არ არის მზად რაიმე დათმობისთვის უკრაინის საკითხში.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ რუსეთი დღეს არ არის მზად რაიმე დათმობისთვის, ლავროვმა უპასუხა: „ეს ასე არ არის“.

„მოკლედ გიპასუხებთ: თქვენ არ ხართ მართალი. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი როგორც უკრაინის, ისე აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების მიმართ ჩვენს მზადყოფნას, ვეძებოთ ინტერესთა ბალანსი. თუ ეს არ არის ის, რასაც თქვენი ტელეკომპანია მიიჩნევს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნად, მაშინ არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა უფრო გასაგებად“, – დასძინა ლავროვმა.