1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლატვია ევროკავშირში რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას ითხოვს
ლატვია ევროკავშირში რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას ითხოვს

ლატვია ევროკავშირში რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას ითხოვს

351
0

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარონ. ამის შესახებ განცხადება ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ლატვიელმა დიპლომატმა დაგმო „ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ძალადობრივი მკვლელობა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულებები“.

რინკევიჩსმა მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა აკრძალოს.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე ელენოვკას დასახლებაში მდებარე კოლონიაზე დარტყმის შედეგად 53 უკრაინელი ტყვე დაიღუპა, კიდევ 73 დაშავდა. მომხდარში კიევი რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსკოვმა კოლონიას განზრახ დაარტყა, რათა ტყვეების წამების სამხილები გაენადგურებინა.