1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს დედოფლისწყაროში ჩაატარებს
ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს დედოფლისწყაროში ჩაატარებს

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს დედოფლისწყაროში ჩაატარებს

151
0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

„ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: დედოფლისწყარო, ახალი საავადმყოფოს შენობა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის“, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 820 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 992 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.