
კრიზისი, რაც არის კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში”, გაღრმავდება და მივა მათ სრულ განადგურებამდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა-ირაკლი კობახიძე
210
0
კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში”, რომელიც უნდა გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სრულად განადგურების შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.
„ეს კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში” აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სრულ განადგურებამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.