
კრემლში ადასტურებენ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს
231
0
კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.
„მზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტს დაურეკავს, ხოლო შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს.
ტრამპმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერება იქნება.