1. Home
  2. სხვა
  3. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას – ლევან დავითაშვილი
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას – ლევან დავითაშვილი

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას – ლევან დავითაშვილი

60
0

„მიმართულება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ითვალისწინებს, აქტუალური ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველთვის იყო, დღესაც ინარჩუნებს ამ აქტუალობას და მომავალშიც ასე გაგრძელდება“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან, სადაც 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი შეაფასა.

მისი თქმით, ამ კუთხით საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გარემო გვაქვს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, რამდენად ეფექტიანია ჩვენი მმართველობა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი და ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ეფექტიან მართვას და მმართველობას გულისხმობს, უკავშირდება ზუსტად კორუფციის აღქმას. ასე რომ, საქართველო რეგიონის ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიუმჯობესებს მას“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს.