
კოლეგებს მოვუწოდებ, შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში – ჯინ შაჰინი
745
0
ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დემონსტრანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოძრაობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში”, – წერს შაჰინი.