1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა
კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

120
0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისდირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედოორგანიზაცია “TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამამარჩენალდაკარგულთათვის”) სათაო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხვარსკვლავიანგენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. 

გაცნობითი შეხვედრა, TAPS”-ის 30- ე ყოველწლიურისაერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართადა მას TAPS-ის უკრაინის ოფისისწარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორცგენერალმა დანიელ ჰოკანსონმა შეხვედრაზეგანაცხადა, დაღუპული სამხედროების ოჯახისწევრების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, ამერიკისშეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანიპრიორიტეტია. მისივე თქმით, აშშ-სა დასაქართველოს ეროვნულ გვარდიას, ერთმანეთთან,წარმატებული თანამშრომლობააკავშირებს და ამერიკა, როგორც საქართველოსსტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებსსაქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას. 

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ხაზი გაუსვა ამერიკისშეერთებული შტატების, როგორც საქართველოსსტრატეგიული პარტნიორის როლს ქვეყნისგანვითარებაში.მან მადლიერება გამოხატა იმჰუმანიტარული პროექტების, თავდაცვის სფეროშიგაწეული დახმარებებისა და დემოკრატიულიინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისთვის, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდანდღემდე,ჩვენს ქვეყნაში ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა იმ პროგრამებზეც, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომშიდაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური დაეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადახორციელებს. მან, მადლობა გადაუხადა ქალბატონბონი ქეროლს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომTAPS-სთან თანამშრომლობამ და გამოცდილებისგაზიარებამ, ახალ, უფრო მჭიდრო და ქმედით ეტაპზეგადაიყვანა დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისოჯახებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, 2002 წელს მინიჭებული აქვსამერიკის შეერთებულ შტატებში – ჯორჯიის შტატისსაპატიო გვარდიელის წოდება. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.  

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამთავრობო დაარასამთავრობო სექტორთან შეხვედრებსგანაგრძობს.