1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კირ სტარმერი: დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ
კირ სტარმერი: დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ

კირ სტარმერი: დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ

490
0

დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, – განაცხადა ლონდონში გამართული თავდაცვის სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. ინფორმაციას სამიტის სედეგების შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლიდერები ახლო მომავალში კვლავ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა „მოქმედებების ტემპი შეინარჩუნონ“ და და საერთო გეგმაზე მუშაობა გააგრძელონ.

„დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. დღეს ზედმეტი საუბრების დრო არ არის – დადგა დრო, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად ახალი გეგმის გარშემო გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ“, – განაცხადა სტარმერმა.

მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინასთან „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე“ იმუშაონ. სტარმერის თქმით, ეს გეგმა შემდეგ შეერთებულ შტატებთან იქნება განხილული და ერთობლივად განხორციელდება.