ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, დოკუმენტებით, რომლებსაც ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან, რეჟიმი ასე ვერ დამარცხდება, პოლიტიკური პროცესია გამოსაცოცხლებელი -ტატა ხვედელიანი
ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, რომელიც იქმნება, დაიღალა დოკუმენტებით, რომლებსაც ასე ერთობლივად ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან ეს ადამიანები, ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის აფილაცია გამორიცხულია, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმის დამარცხება ვერ მოხდება ვერანაირი ხელმოწერებით, დეკლარაციებით, ტყუილი ერთობებით.
„საკითხთან დაკავშირებით ინიციატივის მესვეურები ალბათ უკეთესად ისაუბრებენ, მიზანთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის აფილაცია გამორიცხულია, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია. ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, რომელიც იქმნება, დაიღალა დოკუმენტებით, რომლებსაც ასე ერთობლივად ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან ეს ადამიანები. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმეა არსებული მდგომარეობა, დღესდღეობით რეჟიმთან ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც იქმნება ტყუილი მოლოდინები, ეს სულ უფრო აზიანებს საბოლოო შედეგს. რეჟიმს ვერ დავამარცხებთ ვერანაირი ხელმოწერებით, ვერანაირი დეკლარაციებით, ვერანაირი ერთობებით, ტყუილი ერთობებით. რეჟიმის დამარცხება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლა იქნება თანმიმდევრული, პოზიციები იქნება მყარი და ყველა პლატფორმა იქნება გამოყენებული, რომ რეალური ოპონირება მოხდეს რეჟიმთან და რეალური წინააღმდეგობის გაწევა მოხდება „ოცნებისთვის“. მე არ მჯერა მათი მორიგი ტყუილი ერთობის, არ მჯერა, რომ ხელს მოაწერენ რაღაც დოკუმენტს და დამარცხდება რეჟიმი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, დღეს რეალური საბრძოლო ადგილია პოლიტიკა.
„პოლიტიკური პროცესი არის გამოსაცოცხლებელი, პოლიტიკა არის დასაბრუნებელი პოლიტიკაში და პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ნაბიჯებზე, ვიბრძოლოთ, რომ ხალხს ის მდგომარეობა შევუცვალოთ, რომელიც „ოცნების“ პასუხისმგებლობით დადგა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.