1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში როდესაც შეიჭრნენ, ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს -ირაკლი კობახიძე
კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში როდესაც შეიჭრნენ, ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს -ირაკლი კობახიძე

კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში როდესაც შეიჭრნენ, ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს -ირაკლი კობახიძე

294
0

კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში როდესაც შეიჭრნენ, ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს საზოგადოებას, არის ლიბერალური ფაშიზმი“.

„რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ მოქმედებენ ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით, როგორც თავის დროზე, ზუსტად ერთი საუკუნის წინ მოქმედებდნენ ბოლშევიკები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის საწინააღმდეგო აზრის, პოლემიკის არდაშვება, უხეში აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც გამოხატავს განსხვავებულ აზრს. ეს არის, მათ შორის, ტელევიზიებში შეჭრა. ალბათ გაიხსენეთ მათი ხელწერა, როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის მათი ხელწერა, მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც, თავის დროზე, 7 ნოემბერს გააკეთეს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“. ზუსტად იმის მცირე ანალოგი იყო, მათ უბრალოდ აღარ აქვთ საშუალება, გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს, თავის დროზე, 7 ნოემბერს. მადლობა ღმერთს, ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც ასე ცდილობდნენ ზოგიერთები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც ისინი აკეთებენ ახლა ამ ფორმით, მცირე ფორმით, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ იმავე ფორმით, რა ფორმებსაც 2007 წლის 7 ნოემბერს იყენებდნენ. მათ ამის საშუალებას არასდროს არავინ მისცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.