1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის  მიმართვა  ვაინახებს
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის  მიმართვა  ვაინახებს

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის  მიმართვა  ვაინახებს

556
0
კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია ვაინახებს მიმართავს:  მიმართვის ტექსტს “ჯორჯიან თაიმსი” სრულად გთავაზობთ.
 
  “გამარჯობა, ძმებო და დებო ვაინახებო. მაქვს პატივი მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს ქვეყნებში,  ოჯახებსა და პირად ცხოვრებაში.
 მიმართვა ეხება გაურკვევლობას და პატარა პრობლემას ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის, რომელიც ბრძენი ვაინახი უხუცესების ძალისხმევით არ გადაიზარდა კონფლიქტში. დიდება უფალს ამისათვის.
 
 ჩეჩნებს წყენა აქვთ გულში იმის გამო, რომ ინგუშეთი გვერდში არ უდგას მათ თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე, ხოლო ინგუშებს წყინთ,  რომ ჩეჩნეთი ედავება მათ მიწებს, რომლითაც ინგუშეთი ესაზღვრება საქართველოს.
   არგუმენტები ამ დავაში აქვს ორივე მხარეს, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს მიზეზები გულის ტკივილი უფროა, ვიდრე პრობლემა. ეს წყენა და გულისტკივილი,  რომელიმე მესამე ძალამ ბოროტად,  რომ არ გამოიყენოს და კონფლიქტში,  რომ არ გადაზარდოს ეს გაურკვევლობა, დროა შევძლოთ ერთმანეთს პირდაპირ ვუთხრათ სათქმელი ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ სამართლიანად.
 
  ინგუშები იბრძოდნენ ჩეჩნების გვერდით 90-იანებში ისევე, როგორც მანამდე საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ კავკასიის დამპყრობლების წინააღმდეგ. 
 
 ჩეჩნები არ ედავებიან მიწებს ინგუშებს. ამ მიწებზე პრეტენზია აქვს კადიროვის მთავრობას, რაც არის ამ გაუგებრობის მთავარი მიზეზი.
    კონკრეტული საუბრების დრო დადგა. ახლა უნდა ამოვწუროთ განაწყენების მიზეზები და ყველამ ერთად ვიფიქროთ კავკასიის მომავალზე ისე, რომ ერთმანეთის ინტერესები არ დავაზარალოთ.
 
რუსეთ-უკრაინის ომმა  დასაბამი მისცა მსოფლიოს ახალ წესრიგს და გადანაწილებას გეოგრაფიულად და იდეოლოგიურად. ეს პროცესი აუცილებლად შეეხება კავკასიას ყირიმის პრობლემის გადაწყვეტის დროს, რისთვისაც ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, სამწუხაროდ.
 
     კავკასია არის საარსებო გარემო კავკასიელებისათვის მინიმუმი 10 000 წლის მანძილზე და ერთიანი ეკო სისტემა დაკავშირებული ერთმანეთთან მდინარეებით, ტყეებით საძოვრებითა და გზებით. კავკასია იყო, არის და იქნება ხიდი ევროპულ(დასავლურ) და აზიურ(აღმოსავლურ) ცივილიზაციებს შორის.
 
 კავკასიელებმა სწორად უნდა შევაფასოთ მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მიზანი და უნდა შევთანხმდეთ ისტორიული მნიშვნელობის იდეის გარშემო ლოზუნგით – “კავკასიის პატრონები ვართ ჩვენ კავკასიელები” და თუ რომელიმე ქვეყანას ან ქვეყნებს ინტერესები აქვთ ამ რეგიონში, ისინი ჩვენთან უნდა შეათანხმონ მოლაპარაკებების გზით, ძალმომრეობის გარეშე.
 
 ჩეჩნეთს ექნება პირდაპირი კავშირი საქართველოსთან და შესაბამისად ევრაზიულ ,”ოქროს კორიდორთან”, ხოლო ინგუშებს ექნებათ კავშირი საქართველოსთან და ევრაზიასთან რკინიგზის მეშვეობით.
   
ყოველივე ზემოთქმული დროულად მოლაპარაკების შედეგად ადვილად მისაღწევი მიზანია, მაგრამ მანამდე ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა რუსეთთან, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და დავარწმუნოთ ისინი მარტივ ჭეშმარიტებაში იმის შესახებ, რომ ჩვენ არა ვართ რუსეთის სახელმწიფოს მტრები, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისუფლების, განვითარებისა და აღმშენებლობის მომხრეები ვართ როგორც კავკასიაში, ისე მთელს მსოფლიოში”- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც    კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე – ზაალ კასრელიშვილი ავრცელებს.